მიწოდების პოლიტიკა
1. მომსახურების მიწოდების პოლიტიკა (Delivery Policy)
1.1. მიწოდების საგანი
წინამდებარე პლატფორმაზე მომსახურების „მიწოდება“ გულისხმობს მომხმარებლის მიერ შერჩეული ტურისტული პროდუქტის ან მომსახურების (მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება: ავიაბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, ტრანსფერი, ტურისტული პაკეტი, ჩარტერული რეისი, სამოგზაურო სერვისი და სხვა) დაჯავშნის დადასტურებას და შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტის მომხმარებლისთვის გაგზავნას, გადაცემას ან ხელმისაწვდომად გახდომას.
ელექტრონული დოკუმენტი შესაძლოა მოიცავდეს:
- ავიაბილეთს (E-ticket);
- სასტუმროს ვაუჩერს;
- ჯავშნის დადასტურებას;
- ტრანსფერის ინსტრუქციას;
- ტურის ვაუჩერს;
- ინვოისს;
- სხვა შესაბამის დოკუმენტს.
თუ წერილობით სხვა რამ არ არის შეთანხმებული, მომსახურება, როგორც წესი, ხორციელდება არამატერიალური / ელექტრონული ფორმით.
1.2. შეკვეთის დამუშავებისა და მიწოდების ეტაპები
მომსახურების მიწოდება, როგორც წესი, ხორციელდება შემდეგი ეტაპებით:
ეტაპი 1 — მოთხოვნა / Quotation
მომხმარებელი ვებგვერდზე ირჩევს სასურველ მომსახურებას და აგზავნის ჯავშნის მოთხოვნას (Quotation). ამ ეტაპზე მიღებული ინფორმაცია წარმოადგენს წინასწარ განაცხადს.
ეტაპი 2 — გადახდა / Payment
Მოთხოვნის გაკეთების შემდეგ, მომხმარებლს უკავშირდება GASA-ს წარმომადგენელი დეტალების შეთანხმების მიზნით.
შეთანხმებული თანხის წარმატებით გადახდის ან დადასტურების შემდეგ შეკვეთა გადადის საბოლოო დამუშავების ეტაპზე.
ეტაპი 3 — დადასტურება / Confirmation
Საბოლოო დამუშავების შემდეგ, მომხარებელი ელექტრონულ ფოსტაზე იღებს დადასტურების წერილს (Confirmation email), რომელიც წარმოადგენს ჯავშნის საბოლოო დადასტურებას. ჯავშანი ძალაში შედის და საბოლოოდ დადასტურებულად ითვლება მხოლოდ ამ შეტყობინების მიღების შემდეგ.
ეტაპი 4 — საბოლოო მიწოდება / Final Delivery
მომსახურება ჩაითვლება შესრულებულად მას შემდეგ, რაც:
- გადახდა დადასტურდება;
- ჯავშანი დადასტურდება კომპანიის ან შესაბამისი მომსახურების მომწოდებლის მიერ;
- საჭიროების შემთხვევაში დასრულდება უსაფრთხოების ან დამატებითი შემოწმების პროცედურები;
- მომხმარებელს გაეგზავნება შესაბამისი დოკუმენტი, ვაუჩერი, ბილეთი ან სხვა დადასტურება.
1.3. მიწოდების ვადები
თუ კონკრეტული მომსახურებისთვის სხვა ვადა წერილობით არ არის მითითებული, საბოლოო დადასტურების დოკუმენტი, როგორც წესი, იგზავნება გადახდის დადასტურებიდან 24 საათის ფარგლებში.
აღნიშნული ვადა არის საორიენტაციო და შესაძლოა შეიცვალოს მომსახურების სპეციფიკის, მესამე მხარის პროცესების, არასამუშაო დღეების ან ტექნიკური გარემოებების გათვალისწინებით.
მიწოდების ვადა შესაძლოა განსხვავდებოდეს, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:
- ჩარტერული რეისები;
- სპეციალური ტარიფები;
- ჯგუფური ჯავშნები;
- ინდივიდუალური ტურები;
- მაღალი სეზონი;
- ხელით დასამუშავებელი შეკვეთები;
- მესამე მხარის დადასტურებაზე დამოკიდებული მომსახურება;
- დამატებითი უსაფრთხოების ან გადამოწმების პროცედურები.
ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ინფორმირდება გადახდამდე ან, თუ ეს წინასწარ შეუძლებელია, შესაძლებლობის ფარგლებში გონივრულ ვადაში გადახდის შემდეგ.
1.4. მიწოდების ფორმა
მიწოდება ხორციელდება ელექტრონული ფორმით, მათ შორის:
- ელფოსტით;
- მესენჯერით;
- მომხმარებლის ანგარიშზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- SMS-ით;
- სხვა შეთანხმებული ან ოფიციალურად გამოყენებული საკომუნიკაციო არხით.
მიწოდება შესრულებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როდესაც შესაბამისი დოკუმენტი, ვაუჩერი, ბილეთი ან დადასტურება წარმატებით გაიგზავნება მომხმარებლის მიერ მითითებულ, მოწოდებულ ან გამოყენებულ საკონტაქტო არხზე და არ დაფიქსირდება ტექნიკური წარუმატებლობა ან სისტემური დაბრუნება.
მომხმარებელი პასუხისმგებელია საკონტაქტო ინფორმაციის სისწორესა და ხელმისაწვდომობაზე.
1.5. მომხმარებლის ვალდებულება გადაამოწმოს დოკუმენტები
მომხმარებელი ვალდებულია მიღებისთანავე და მომსახურების გამოყენებამდე გადაამოწმოს მიღებული დოკუმენტაცია, მათ შორის:
- სახელი და გვარი;
- თარიღები;
- მარშრუტი;
- მგზავრთა მონაცემები;
- სასტუმროს ან სხვა მომსახურების დეტალები;
- სხვა არსებითი ინფორმაცია.
შეცდომის, შეუსაბამობის ან არასრულყოფილი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს კომპანიას ოფიციალური საკომუნიკაციო არხის მეშვეობით.
თუ მომხმარებელი გონივრულ ვადაში არ აცნობებს კომპანიას აღმოჩენილი შეცდომის შესახებ, კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ ზიანზე, დამატებით ხარჯზე ან მომსახურების შეზღუდვაზე, რომლის თავიდან აცილებაც დროული შეტყობინების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა.
1.6. შეფერხება ან შეუძლებლობა
თუ მომსახურების მიწოდება შეფერხდა, გადაიდო ან დროებით შეუძლებელია კომპანიის გონივრულ კონტროლს მიღმა მიზეზებით, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება:
- მესამე მხარის მომწოდებლის დაგვიანებით ან უარით;
- ავიაკომპანიის, სასტუმროს ან სხვა პარტნიორის ოპერაციული ცვლილებით;
- ტექნიკური შეფერხებით;
- სისტემური ან საკომუნიკაციო ხარვეზით;
- გადახდის პროვაიდერის შეფერხებით;
- ფორსმაჟორული გარემოებით;
კომპანია გონივრულ ფარგლებში შეეცდება მომხმარებლის დროულ ინფორმირებას და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ალტერნატიული გადაწყვეტის შეთავაზებას.
ასეთ შემთხვევებში კომპანია არ არის პასუხისმგებელი შეფერხებით გამოწვეულ იმ ზიანზე ან დანაკარგზე, რომელიც წარმოიშვა კომპანიის კონტროლს მიღმა გარემოებების შედეგად, თუ მოქმედი კანონმდებლობა სხვა რამეს არ მოითხოვს.